ჩვენს შესახებ
 

საქართველოს მაუწყებელთა ეროვნული ასოციაცია (სმეა) არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს ტელე-რადიო და საკაბელო მაუწყებელთა ინტერესებს.

მისია

საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი მაუწყებლობის დამკვიდრება საზოგადოების ინტერესებსა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

მიზნები

  • თავისუფალი და პროფესიული მედიის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში
  • მაუწყებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა
  • სამაუწყებლო სფეროს შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან მედიისათვის ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემოს შექმნა
  • პროფესიული და ეთიკის სტანდარტების შემუშავებისა და განვითარების ხელშეწყობა
  • ასოციაციის წევრების მიერ მომგებიანი და გამართული მაუწყებლობის წარმოების ხელშეწყობა

მიმდინარე საქმიანობა

  • ასოციაციის წევრ მაუწყებელთა იურიდიული კონსულტაცია

  • რეგიონული ტელეკომპანიების პროგრამირების ხელშეწყობა

  • ასოციაციის წევრებისათვის საკანონმდებლო სფეროში სემინარების მოწყობა

  • ყოველთვიური ელექტრონული ბიულეტენის - მედია სამართლის მონიტორი  გამოცემა. - ბიულეტენში ასახულია, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე საქართველოს საკანონმდებლო და მართლმსაჯულების სფეროს სიახლეები  და სასამართლო პრაქტიკის მასალები
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ქცევის კოდექსის შემუშავებისას მაუწყებლების ინტერესების გათვალისწინების მიზნით
  • ასოციაციის წევრთა საჭიროებების გამოვლენა

  • ასოციაციის წევრთა ინტერესების გათვალისწინებით,პროექტებისმომზადება

სმეა მაუწყებელთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა. ის დაარსდა 2003 წელს. დღეს ის აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 45 ტელე, რადიო და საკაბელო მაუწყებელს.

 
 

* ლიცენზიის მფლობელ საქართველოს ყველა მაუწყებელს შეუძლია გახდეს სმეას წევრი.

ასოციაციის მმართველი ორგანოა გამგეობა, რომლის წევრებიც არიან საქართველოს ტელე-რადიო და საკაბელო მაუწყებელთა წარმომადგენლები:

  1. ბიძინა ბარათაშვილი, ტელეკომპანია იმედი

  2. დავით ზილფიმიანი, ტელეკომპანია პირველი სტერეო

  3. ელდარ მდინარაძე, ტელეკომპანია მზე

  4. ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია
  5. კავკასია
  6. შალვა რამიშვილი, ტელეკომპანია
  7. 202
  8. ოთარ ჩხარტიშვილი, ტელე-რადიოკომპანია
  9. ევრიკა
  10. ზურაბ ჩილინგარაშვილი, ტელეკომპანია
  11. იმპერია
  12. რამაზ გამეზარდაშვილი, ტელეკომპანია
  13. იმერვიზია
  14. მაკა ჯახუა, რადიოკომპანია
  15. მწვანე ტალღა
  16. ზურაბ ჭელიძე, რადიოკომპანია
  17. პირველი რადიო
  18. გელა ბადიაშვილი, რადიოკომპანია
  19. იმედი
  20. ირაკლი მაჩიტაძე, რადიოკომპანია
  21. ძველი ქალაქი
  22. ზაზა ანჯაფარიძე, საკაბელო ტელევიზია
  23. ა+ბ
  24. მარლენ გრიგალაშვილი, საკაბელო ტელევიზია
  25. მარლენ გრიგალაშვილი
  26. ზურაბ ბაზლიძე, საკაბელო ტელევიზია
  27. ივანე მხეიძე

სამოქმედო მიმართულებები:

  • მედიის საქმიანობის ხელშემწყობი საკანონმდებლო აქტების ლობირება

  • სამაუწყებლო მედიის პროფესიული და ეთიკის სტანდარტების შემუშავება

  • მაუწყებელთა პროფესიული დახელოვნების ხელშეწყობა

  • ასოციაციის წევრების ჩართვა მსოფლიოს საინფორმაციო ფორუმებში

  • კვლევების წარმოება სამაუწყებლო სფეროსთან დაკავშირებით

  • მედიის ახალი ფორმების პოპულარიზაცია

  • რეკომენდაციების შემუშავება მაუწყებლობის ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების სფეროში

  • საზოგადოებრივი ხასიათის პროგრამების განხორციელება მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით

  • თანამშრომლობა მზგავსი ტიპის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ჩვენი მხარდამჭერები:

  • USAID - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

  • IREX - საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის საბჭო
ჩვენი პარტნიორები:

  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

  • ასოციაცია სტუდია რე

  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

  • ბიზნეს ეთიკის ასოციაცია.
 
 
  The Georgian National Association of Broadcasters